ზვიად ძიძიგური სემ პატენს სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური დეტალურად იხსენებს, რა აკავშირებდა ამერიკელ პოლიტიკურ კონსულტანტს, სემ პატენს ,,ქართულ ოცნებასთან” წლების წინ.
„მე მაშინ გახლდით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში, და ეს ბატონი იყო კონსულტანტი საგარეო საკითხებში, ის ალასანიას უწევდა ძირითადად, კონსულტაციას, და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა „ქართულ ოცნებაში“, შემდეგ, ძალიან მოკლე ხანში, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელი გახლდათ, მიიღო გადაწყვეტილება, მისი დათხოვნის შესახებ და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაითხოვეს სემ პატენი, გახლდათ ის, რომ ის იყო ჩრდილოვანი მენეჯერი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა. ეს, თქმა უნდა, იყო გადამწყვეტი ფაქტორი და ამის გამო დაითხოვეს, ხოლო დანარჩენი, მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მრჩეველი იყო თურმე, ეს არის მორიგი ცრუპენტელობა, რასაც მიჩვეულები ვართ და ამას სერიოზულად აღარ ვუყურებთ “, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები