„ევროპული საქართველო“ კიდევ 140 წევრმა დატოვა, მათი ნაწილი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა

„ევროპული საქართველო“ კიდევ 140 წევრმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ რამდენიმე კვირის წინ მიიღეს. დღეს პარტიის წევრების ნაწილმა გაერთიანებულ ოპოზიციას – “ძალა ერთობაშია” კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნული განცხადება დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიორგი თევდორაძემ, გააკეთა.
„ევროპული საქართველოდან“ წამოსულ წევრებს შორის ოთხი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია. გრიგოლ ვაშაძის თქმით, სხვადასხვა რეგიონებიდან გაერთიანებას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არის ოზურგეთის „ქართული ოცნების“ წევრი ცირა ჯინჭარაძე.
„უდიდესი პატივია და სიხარული, რომ ასეთი კვალიფიციური, პატრიოტი ადამიანები შემოუერთდნენ ჩვენს გაერთიანებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ჩვენი კი არა, ჩვენი სამშობლოს გამარჯვების, ამ საშინელი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის საწინდარი არის ჩვენი გაერთიანება. ვერც ერთი პარტია მარტო ვერ გამოიყვანს ქვეყანას იმ უღრმესი კრიზისიდან, რომელშიც ექვსი წლის განმავლობაში, ჩვენმა ხელისუფლებამ ჩააგდო ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები