Backstage 76-ში ჯგუფ „სტუმრის” კონცერტი გაიმართება

4 სექტემბერს, 21:00 საათზე, ვაკის პარკში არსებულ კლუბში Backstage 76-ში ჯგუფ „სტუმრის” კონცერტი გაიმართება (შემოსასვლელი აბაშიძის ქუჩიდან).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სცენაზე გამოვლენ: ნინო ჯანჯღავა – ხმა, ფლეიტა, კლავიშები;
მარინა ჯანჯღავა – ვიოლინო, ხმა; დავით ხოსიტაშვილი – გიტარა, ფანდური; ჯავად ჯავადზადე (აზერბაიჯანი) – კონტრაბასი; ავთო თაბუკაშვილი – დასარტყამი.
ჯგუფი “სტუმარი” 2002 წელს ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან ჯგუფი ტრადიციულ ქართულ მოტივებთან შეჯერებულ თანამედროვე მუსიკას ქმნის. ჯგუფმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა: გერმანიაში, საფრანგეთში… ჩაწერილი აქვს ალბომები: “ბეწვის ხიდი” და „დილა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები