არგოხის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების არგოხის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის  24 ივლისის ბრძანებით  მიიღო.
კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გერედან შებათქაშებული ყოფილა. ოთხასრთულიანია. შესასვლელი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელშია. კარი სწორკუთხაა. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. მესამე სართულს აივანი უნდა ჰქონოდა. ამ სართულზე ჩრდილოეთ კედელში საკარე ღიობია შემორჩენილი. სართულებზე სწორკუთხა სარკმლები და ნიშებია.
კოშკი გვიანი შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობაა, რის გამოც  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები