საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის „ნამე“ იქნება
დღეს კინოსახლის განახლებულ დარბაზში, ფარული კენჭისყრით გამოვლინდა, რომელი ფილმი გაიგზავნება „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საქართველოდან.
უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ზაზა ხალვაშის „ნამე“ წარდგება.
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს ექვსი ქართული ფილმი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესო მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ შეარჩია.
დეკემბერში გაირკვევა, მოხვდება თუ არა ქართული ფილმი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია კი ლოს-ანჯელესში, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.