„ვეფხისტყაოსნის“ ახალი პროზაული ვერსიის წარდგენას ბერლინმა უმასპინძლა

ბერლინში  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრეზენტაციას წიგნის მაღაზიამ „ocelot, not just another bookstore“ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ – ზაალ ანდრონიკაშვილი, კატ მენშიკი, ვოლფგანგ ჰიუნერი.
ტილმან შპრეკელსენის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ახალი პროზაული ვერსიაა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, Verlag Galiani Berlin-მა გამოსცა, ილუსტრაციების ავტორია – კატ მენშიკი.
ნაწარმოების კონცეფცია პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში შემუშავდა, როდესაც გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.
წიგნი წარდგენილი იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები