ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული ნოდარ დუმბაძის ორი მოთხრობის წარდგენა გაიმართება

14 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდში, ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული ნოდარ დუმბაძის ორი მოთხრობის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ორივე მოთხრობა აფხაზეთზე და აფხაზეთის სიყვარულზეა. ეს წიგნი უნდა ჩავიდეს აფხაზეთში და იმ თაობას, რომელმაც ცოტა რამ, ან საერთოდ არაფერი იცის ჩვენი სიყვარულის და ძმობის შესახებ – მათ სულებს შეეხოს“, – აცხადებენ ნოდარ დუბაძის ფონდში.
მის: სულხან ცინცაძის #63.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები