ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება

12 სექტემბერს, 19:30 საათზე,  ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში  გაიმართება ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში ჩატარდება.
უკვე 50 წელია, რაც ეს უნიკალური ანსამბლი იღვწის, წარმოაჩინოს საქართველოს უძველესი ხალხური შემოქმედება  ორიგინალობით, მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით. დაარსების დღიდან „რუსთავმა“ ჩაატარა 5000-ზე მეტი კონცერტი, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა. გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა ლონდონის “როიალ ალბერტ ჰოლი”, „ქვინ ელიზაბეთ ჰოლი“, პარიზის “ოლიმპია”, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლი“, ამსტერდამის კონცერტხებაუს დარბაზი და ბევრი სხვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც: ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი 123/125), ასევე ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2w8EwI1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები