„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება.
როგორც „კვირას“ ეორვნული კინოცენტრიდან აცნობეს, გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში (რუსთაველის გამზირი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) იქნება მიღებული და ცნობილი გახდება, რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმია წარმოდგენილი:
„ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
„ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
„ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
„დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
„ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
„ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
წარმოდგენილი ფილმებიდან „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა.

კომისიასულ 9 წევრისგან შედგება:

1.მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
2.დიმიტრი მამულია – რეჟისორი
3.გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი
4.ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი
5.ია შუღლიაშვილი – მსახიობი
6. კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი
7. ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
8.გოგი მიქელაძე – მხატვარი
9.ნინო მხეიძე – კინომცოდნე

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები