თამარ ხულორდავა: ანგარიშში განსაკუთრებით არის ხაზგასმული საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროკავშირისკენ (ვიდეო)
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში განიხილეს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, ანგარიშში განსაკუთრებით არის ხაზგასმული საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროკავშირისკენ, საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისადმი და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი.
,,ბევრი პოზიტიური შეფასებაა, მათ შორის:
– დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
– კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა;
– პლურალისტული და თავისუფალი მედიაგარემო;
– ეკონომიკური ინტეგრაცია და საკანონმდებლო დაახლოების ინტენსიური პროცესი.
ეს ანგარიში ძალიან მოკლეა ყველა იმ პროგრესის გადმოსაცემად, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმების დადებიდან დღემდე.
ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლა უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები სარგებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ანგარიშში ვკითხულობთ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ და ამით ხელი შეუწყონ უვიზო მიმოსვლით შეუფერხებელ სარგებლობას.
ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარმოადგინა. მადლობა საქართველოს მეგობრებს თანამშრომლობისთვის და პოზიტიური შეფასებისთვის!
Thanks to our dear colleagues, Clare Moody, Andrej Mamikins and others for strong support and cooperation with Georgia!”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ხულორდავა.