გურამ მაჭარაშვილი: აუცილებელია ბინადრობის უფლების გაცემის საკითხის უფრო დახვეწა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს მიმართ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში ინტერესი გაიზარდა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
“საქართველოს მიმართ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში ინტერესი გაიზარდა არაერთი მიმართულებით, მათ შორის ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ამავე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამ მიმართულების სამომავლო გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია საქართველოში ბინადრობის უფლების გაცემის საკითხის უფრო დახვეწა რითაც ერთის მხრივ მოხდება უცხოელებზე ბინადრობის უფლების გაცემის უზრუნველყოფა და მეორეს მხრივ ამ დახვეწილი რეგულაციებით მაქსიმალურად იქნება დაცული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამომავლო ინტერესები რაც ასევე ხელს შეუწყობს ეროვნული ინტერესების გათვალისწინების ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებებში. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იმსახურებს მხარდაჭერას”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები