ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

„დიდი მადლობა ასეთი საამაყო ჯილდოსთვის, ბატონო პრეზიდენტო! ბედნიერი ვარ დაფასებისათვის“, – ასე გამოეხმაურა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დაჯილდოების ფაქტს.
ელისო ბოლქვაძეს კულტურის დარგში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცემა – აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა, რომელიც 2-12 სექტემბერს აჭარაში გაიმართება.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უკვე გახდა საქართველოს სავიზიტო ბარათი, პრეზიდენტის ფონდი კი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს მხარს უჭერს 2014 წლიდან.
„ფესტივალი წლიდან წლამდე ახერხებს უფრო მეტი და მაღალი რანგის მონაწილეების მოზიდვას საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო მიღწევების გაზიარებას ჩვენი მუსიკოსებისთვის, მეორე მხრივ კი, ზრდის ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ; ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი ქალბატონი ელისო ბოლქვაძეა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები