შალვა ნათელაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

   „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი იქნება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შრომის პარტიიდან საკრებულოს დეპუტატთა სიის პირველი ათეული დღესვე გახდება ცნობილი.
„მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და თბილისში საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტი დავიკავო. თუ ჩემი დედაქალაქელები მასობრივად დაგვიჭერენ მხარს, ჩვენი გამარჯვების ნაყოფზე მოხდება არსებული პარლამენტის დათხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ახალი მთავრობის პორტირება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები