აკა მორჩილაძის „მამლუქი“, გერმანელი კრიტიკოსების შეფასებით, საუკეთესო წიგნების სიაშია

აკა მორჩილაძის „მამლუქი“, 2018 წლის სექტემბრის საუკეთესო წიგნების მოკლე სიაში მოხვდა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რომანი 30-მა გერმანელმა კრიტიკოსმა შეაფასა.
„მამლუქი“ გამომცემლობ,ა Weidle Verlag-მა გამოსცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა.
რომანი „მამლუქი“ ქართველი ბიჭისა და  ერთ-ერთი შუა აზიური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქის, ქირბალის უკანასკნელი ხანის ვაჟიშვილის შესახებაა. მათ თვალწინ XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკული ამბები ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები