„ჯიბის კაცი“ ხიროსიმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

ხიროსიმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცი” ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
ფილმის ავტორია ანა ჩუბინიძე.
„ჯიბის კაცი“ პირველი ანიმაციური ფილმია, რომელზეც საქართველომ და საფრანგეთმა ერთობლივად იმუშავეს. პატარა კაცი ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.
„ჯიბის კაცმა“ მრავალი ფესტივალის ჟიურის მოწონება დაიმსახურა და ასევე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები