შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველო-კორეის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა.
შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, რამდენადაც კიმ სე ვუნგი საქართველოში ახალი დანიშნული წარმომადგენელია. მხარეებმა ისაუბრეს სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე, ასევე ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმზე, ტურიზმზე და საქართველოს წარმატებებზე ეკონომიკის სფეროში. ითქვა, რომ მაღალი დონის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და ამას უფრო ფართო მასშტაბი უნდა მიეცეს.
შოთა ხაბარელმა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, რამდენადაც კორეა საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული ინვესტორია.
საუბარი, ასევე შეეხო მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები