7 წლის გეგა სოფრომაძემ „ტოიოტას” გლობალური კონკურსის „ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის ნომინაციაში“ გაიმარჯვა

7 წლის ქუთაისელმა გეგა სოფრომაძემ „ტოიოტას” გლობალური კონკურსის  „ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის ნომინაციაში“ გაიმარჯვა.
დაჯილდოების ცერემონიალი იაპონიაში დღეს გაიმართა.
გეგას დედა ქრისტინე მესხი შვილთან ერთად იაპონიაში იმყოფება. მისი ფეისბუქის გვერდი შვილის წარმატების შესახებ იუწყება.
ვან გეგა დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წარდგა.  იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც საქართველოს სახელით „ტოიოტას“ კონკურსის ფინალის ათეულში მოხვდა.
გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა.
ქუთაისელი პატარა ხელოვანი უკვე მრავალი კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები