საერთაშორისო ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – One Caucasus საქართველოში მეხუთედ გაიმართება

 1 და 2 სექტემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – One Caucasus საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართება, საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც აერთიანებს მუსიკას, თანამედროვე ხელოვნებას, განათლებასა და არქიტექტურას, ამჯერად ბოლნისის რაიონს სოფელი ფოლადაური  უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 14 ქვეყანა მიიღებს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, კვიპროსი, კორეა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სენეგალი, უკრაინა.
აქ ერთმანეთს სამხრეთ კავკასიისა და სხვა ქვეყნების პროფესიონალი მუსიკოსები (სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილებით) ხვდებიან ერთმანეთს და  საერთო მუსიკალურ პროექტებს ქმნიან.
„ფესტივალ One Caucasusგარდა, სამკვირიანი მოხალისეობრივი პროგრამა, 30 მოხალისისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი, ფოლადაურში უკვე 14 აგვისტოდან იმყოფება და ფესტივალს უწევს ორგანიზებას. კონფლიქტების მოგვარება ადამიანურ ურთიერთობებსა და პირდაპირ კომუნიკაციაზე გადის, ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ შემოქმედებითი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.  One Caucasus „ჩვენი ოცნებების, არცთუ ისე, სრულყოფილი ქალაქი“, რომელსაც ქმნიან არქიტექტორები უცხოელ და ქართველ მოხალისეებთან ერთად, სწორედ ასეთი სივრცეა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
One Caucasus ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისთვის განკუთვნილი ფესტივალია:
საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს მონაწილეობს 40-ზე მეტ უცხოელი მოხალისე 15-ზე მეტი ქვეყნიდან, რათა მათ თავად შექმნან საგანმანათლებლო პროგრამა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და One Caucasus-ის უნიკალური კონცეფცია.
ფესტივალი ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის – One Caucasus-ზე დასწრება, ტრანსპორტირება (თბილისი, ბოლნისი, მარნეული) და საკარვე ზონა სრულიად უფასოა.
One Caucasus 2018-ის მხარდამჭერები არიან:
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.

 ფესტივალის ოფიციალური გვერდებია:
www.onecaucasus.org
www.facebook.com/onecaucasus
www.youtube.com/onecaucasus

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები