ფრანკფურტის „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი დასრულდა
ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური პროგრამით იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის ბოლო დღე მოძრაობის თეატრის შთამბეჭდავი „კარნავალით“ გაიხსნა. წარმოდგენები გამართეს თოჯინურმა ოპერამ, ანსამბლმა „პატარა გეორგიკა“, ანსამბლმა „ლაპრები“, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი დადგმით წარდგა პანტომიმის თეატრი.
ღონისძიებების დასკვნით ნაწილში მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და „ინსაითი“, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი, ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE წარდგნენ. ფესტივალი საზეიმოდ, ქართული მუსიკის ფონზე, შთამბეჭდავი ფოიერვერკით დაიხურა.