„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი რეგიონის მასშტაბით, რაც არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის წარმატებული”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი, რასაც ემსახურება ის კრედიტები, რომელსაც სახელმწიფო იღებს.
„ეკონომიკური პოლიტიკა არის კომპლექსური მოვლენა. ჩვენ გვაქვს უმთავრესი ამოცანა, რომ დავაჩქაროთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამას ემსახურება მათ შორის ის კრედიტებიც, რომელსაც იღებს ჩვენი სახელმწიფო. მთავარია, რომ კომპლექსურად ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები და მაქსიმალურად წარმატებული ვიყოთ ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი რეგიონის მასშტაბით, რაც არის იმის მაჩვენებელი, რომ მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის წარმატებული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები