ირაკლი კობახიძე: ველოდებით 8 სექტემბერს, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც პროცესში ხელოვნური ჩარევა იქნებოდა და ეს იქნებოდა არასწორი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი საკითხზე 8 სექტემბრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. „ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც პროცესში ხელოვნური ჩარევა იქნებოდა და ეს იქნებოდა არასწორი. ასე, რომ ჩვენ ველოდებით პროცესების განვითარებას, ველოდებით 8 სექტემბერს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ რა სპექტრი ჩამოყალიბდება კანდიდატების “, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები