თბილისში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ხელოვანის, ლუკა კირეულიშვილის გამოფენა გაიხსნება

7 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ვინერიაში“, ლუკა კირეულიშვილის (kirruna) გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლუკა კირეულიშვილი დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც აბსტრაქტულ ნამუშევრებს ქმნის.
მისი სადებიუტო გამოფენა სახელად For Those Eyes Only თბილისში 11 სექტებერის ჩათვლით გასტანს.
ლუკა კირეულიშვილი: „პირველი ხატვის მცდელობა არცთუ ისე დიდი ხნის წინ მქონდა, როდესაც დედაჩემის დაბადების დღის საჩუქრის ჩემით შექმნა გადავწყვიტე.
ხატვის პირველივე წუთებიდან მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა, რადგან სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ სამყარო ჩემ ირგვლივ ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ეს აქამდე მეჩვენებოდა. ადამიანები, მუსიკა, ნივთები ამ მომენტიდან განსაკუთრებული ისტორიების მატარებლები გახდნენ, ისტორიების, რომლებიც უნდა მომესმინა და მათი ჩემეული ინტერპრეტაცია ტილოზე გადმომეცა.
ასე შევქმენი ჩემი კომფორტის ზონა, რომელში ყოფნასაც არაფერი სჯობს, თუმცა, ვფიქრობ, დროა, რომ ის სხვა ადამიანებმაც იხილონ.
მთავარი ინტერესი ჩემთვის, გამოფენაზე მოსული სტუმრების პირველი ინტერაქციაა ჩემს ნამუშევრებთან, მე დაინტერესებული ვარ მნახველის პირველი რეაქციით: კი – არა; მომწონს – არ მომწონს; დამთავრებული – დაუმთავრებელი.
რადგან ვთვლი, რომ პირველი შთაბეჭდილების გამეორება შეუძლებელია და ის ყველაზე გულწრფელი რამაა, განსაკუთრებით ხელოვნების შესაფასებლად“.

მისამართი: ნიკოლოზ ბარათაშვილის, 2.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები