საბავშვო წიგნის -„ჩიტები თბილისში“ წარდგენა გაიმართება
2 სექტემბერს, 19:00 საათზე, ანა ჯანელიძის, ალექს ჩიღვინაძისა და ლაშა ბაქრაძის წიგნის „ჩიტები თბილისში“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სურათებიან საბავშვო წიგნში მამა-შვილი მერცხლები მოგვითხრობენ ამბებს თბილისის შესახებ. ავტორები წარმოადგენენ წიგნს და მოყვებიან მისი შექმნის ისტორიას.
მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. 19; კაფე „სტამბის“ ეზო.