ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში 1 სექტემბერს გაიხსნება

გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში, 1-7 სექტემბერს,  „ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი – ნიქოზი” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სოფელ ზემო ნიქოზში, კონფლიქტის ზონიდან 500 მეტრში, ნიქოზელ ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ანიმაციის რეჟისორები საკუთრ ნამუშევრებს წარმოადგენენ და მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

1 სექტემბერი, შაბათი – ფესტივალის გახსნა

13:00 – ეპისკოპოსის სასახლე:
წმ. ალ. ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული წარმოდგენა და ხალხური სიმღერა;
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მისალმება;
მხატვარ ალექსანდრე კორნოუხოვის მოზაიკისა და ნახატების გამოფენა;
ვიდეოფილმი „ნიქოზი“ (26 წუთი) – ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ამბებს;
ფესტივალის სტუმრების მისალმება;
მუსიკალური ნაწარმოებები – ასრულებენ წმ. ალ. ოქროპირიძის ხელოვნების სკოლის ყოფილი მოსწავლეები.

14:40 – წმ. ალ. ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა:
2008 წლის ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა;
ჩრდილების თეატრის წარმოდგენა;
15:30 ფურშეტი.

ნიქოზის ფესტივალზე ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება 7 სექტემბერს გაიმართება. რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ანიმაციური ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ გადაღებულია ცნობილი სცენარისტის, თეატრის რეჟისორის, მხატვრისა და სკულპტორის, რეზო გაბრიაძის მონათხრობის მიხედვით.
ფილმის ავტორია სცენარისტი და რეჟისორი ლევან გაბრიაძე.
ფესტივალის ისტორია სოფელ ნიქოზში 2011 წელს დაიწყო, ფესტივალი საგანმანათლებლო ფუნქციას ატარებს. ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის იდეა წლებია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას და მხატვარ გელა კანდელაკის სახელებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები