დოკუმენტური ფილმი „სოციუმის პატიმარი“ დანიის  Odense International Film Festival-ის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია

რატი წითელაძის დოკუმენტური ფილმი „სოციუმის პატიმარი“ დანიაში,  Odense International Film Festival-ზე 3 მთავარ საკონკურსო პროგრამაში შეარჩიეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი კინოფესტივალია, რომელიც 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დანიის ქალაქ ოდენსეში გაიმართება.
ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას… ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.
რეჟისორი / პროდიუსერი: რატი წითელაძე; პროდიუსერი: ნინო ვარსიმაშვილი; ადელინა პოლინას მონაწილეობით.
კოპროდიუსერი: Thom Palmen; საპროდიუსერო კომპანია: ArtWay Film.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები