უცხოელი ტურისტი, რომელიც ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES -ს ესწრებოდა, ზოგადი ინტოქსიკაცის ჩივილებით კლინიკაში მოათავსეს – „მას არასტანდარტული ცნობიერების ქცევები ჰქონდა“

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES -ის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ზოგადი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა, მკურანლობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
როგორც „კვირას“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა სულხან ორჟანიამ განუცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა.
„ ახალგაზრდა გოგონა კლინიკის სასწარაფო გადაუდებელი განყოფილებაში რამდენიმე საათი მკურნალობდა. იგი კლინიკაში შემოსვლისას ზოგადი ინტოქსიკაციისთვის დახასიათებელი ჩივილებით შემოიყვანეს. მას პირღებინების შეგრძნება და არასტანდარტული ცნობიერებისთვის დამახსიათებელი ქცევები ჰქონდა. ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. მკურნალობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და კლინიკიდან გაეწერა“ – განუცხადა „კვირას“ სულხან ორჟამიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაამთენისას, ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ანაკლიაში სამტრედიიდან ჩავიდა ფესტივალის ტერიტორიაზე ცუდად გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
ამჟამად, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ქუთაისში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები