საქართველოს მასშტაბით ლაშა ღლონტის წარმატებული ტურნე გრძელდება
გრძელდება ლაშა ღლონტის წარმატებული ტურნე საქართველოს მასშტაბით. ტურნეს ფარგლებში უკვე ჩატარდა 33 კონცერტი, რომლებმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
„საკუთარი ინიციატივით გადავწყვიტე, შემომევლო საქართველოს ყველა კუნჭული და ქართული სიმღერით მოვფერებოდი ჩემს ქვეყანას”, – აცხადებს ლაშა ღლონტი.
უახლოეს მომავალში იგეგმება კონცერტები: ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთში, ზუგდიდში, გორში, საჩხერეში, ახალციხეში…
მომღერალმა ტურნე 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მეცხრე თვეა, ქართველ მსმენელს ატკბობს ჰანგებით.