ახმეტაში, საკობიანოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, საკობიანოს გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი აღდგენის შედეგად გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. შეისრულთაღიანი და გარეთკენ შევიწროევებული ერთი სარკმელი ჩრდილოეთის კედელშია გაჭრილი, მეორე კი აღმოსავლეთის კედელში.
ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია აღდგენილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. აღდგენის დროს ნახმარია ცემენტის ხსნარი, აღმოსავლეთ ფასადზე ორნამენტი მოშლილია, ინტერიერში ემბაზი აღებულია, იატაკად აგურია დაგებული, გაკეთებულია კანკელი. მთლიანად კედლები და კანკელი შელესილი და შეღებილია თეთრად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები