საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და ვერდის ფესტივალის პრეზიდენტი და პარმის ოპერის თეატრის დირექტორი ანნა მარია მეო.
ბადრი მაისურაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამ ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად შეუძლია ფესტივალის ჩატარება. ეს ლიცენზია მხოლოდ პარმის თეატრს აქვს.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ოპერის თეატრის გასტროლებს პარმაში, ვერდის ფესტივალზე.
ცნობილია, რომ 2019 წელს პარმა ევროპის კულტურული ცენტრი ხდება.
პროექტი ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის” (Creative Europe) ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები