ამბროლაურში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი – „ფუძეობა” გაიმართება
27 აგვისტოს, ამბროლაურში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა 2018″ გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დღის განმავლობაში ჩატარდება როგორც სამეწარმეო მარკეტი, ასევე გამოფენები, ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი. ფეტივალი დასკვნითი კონცერტით დასრულდება.
დღის პროგრამა:
13 :00 – სამეწარმეო მარკეტი;
14:00 – ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
16:00 – ფოლკლორის მოყვარულთა კონცერტი;
17:30 – ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა.
საფესტივალო ქალაქში მოეწყობა:
რეგიონული ფაცხების კუთხე (კულინარიის წარდგენა/დეგუსტაცია);
ქართული თამაშების კუთხე;
შემეცნებითი კუთხე;
საბავშვო კუთხე;
კვების კუთხე.
დასკვნითი კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
მონაწილეობენ:
დავით არჩვაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ჯგუფი “ძირიანი” , კვარტეტი “ჰანგები და “ახალი კვარტეტი”.