დუშეთში, 9 აპრილის სკვერში, მხატვრული ფილმის -,,მანდარინების” ჩვენება გაიმართება
23 აგვისტოს, დუშეთში, 9 აპრილის სკვერში, ღია ცის ქვეშ, გაიმართება რეჟისორ ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმის ,,მანდარინების” ჩვენება.
ინფორმაციას დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ავრცელებს.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.