ახმეტაში, კუწახტის ამაღლების ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ამაღლების ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. დარბაზულია, უაფსიდო. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი არქიტრავულია, ნაოთხალიანი. დარბაზი განათებულია აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი ოდნავ ოვალური სარკმლით. მის ქვეშ, კედელთან, ქვით ტრაპეზია ამოყვანილი.
ეკლესია თუნუქითაა გადახურული. სამხრეთის კედელი შეთეთრებულია. იატაკად დაგებულია ბრტყელი აგურის ფილები. ჩრდილოეთის კედელს ვერტიკალურად ბზარი დასდევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები