თბილისი-რუსთავის 800-მეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
მეორე მონაკვეთის, 800 მეტრიანი ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ინდუსტრიულ ზონას და სამშენებლო არეალი უახლოესი მრავალსართულიანი სახლებიდან დაშორებულია 120 მეტრით.
თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 119 მილიონი ლარია.
თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები