ფესტივალ „ღამის სერენადების“ ჩატარების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორებმა  პრესკონფერენცია გამართეს.
მათი თქმით, საიუბილეო ფესტივალი  ბათუმში უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს უმასპინძლებს. მათ შორის ალექსანდრე კორსანტიას, მევიოლინე გია იაშვილს, მევიოლინე გეზა ჰოსზუს და კამერულ ორკესტრს, „საქართველოს ვირტუოზები“.
პრესკონფერენციას დაესწრნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი.
ითქვა, რომ  ფესტივალი, ტრადიციულად, ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება.
ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება. მონაწილეები და სტუმრები ფილმს „მუსიკალური სამკუთხედი“ იხილავენ, რომელის ფესტივალის ისტორიაზეა. ასევე, შესრულდება მოცარტის  „ღამის სერენადები” .
2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ს საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს – საფესტივალო საღამოები თბილისში გადაინაცვლებს და ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები