ქართული ფილმი “აღლუმი” ტორონტოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი “აღლუმი” ტორონტოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორის ფილმი ოფიციალურ სელექციაში, სექციაში Discovery იქნება წარმოდგენილი.
ფილმი ბავშვობის სამი მეგობრის ისტორიაზეა. ისინი შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს – ციხიდან გამოსული კრიმინალი, ქუჩის მხატვარი და მექალთანე მსახიობი. ფილმის გმირები უკანასკნელ თავგადასავალში მრავალ მოულოდნელ შეხვედრას, ტკივილს და სიხარულს განიცდიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები