ფრანკფურტის River Bank Festival-ზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
24-26 აგვისტოს, ფრანკფურტის River Bank Festival – ზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალზე, რომელიც 3 დღის მანძილზე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება – ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები, ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი.
პროექტის – ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები, მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.