ეკატერინე მიქაბაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა და თანამშრომლობის პროგრამა განიხილეს, რომელსაც სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორცილებს.
სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიმდინარე პროგრამა. აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისა და გარე შოკებისადმი მედეგობის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის კუთხით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ვიზიტის ფარგლებში ასევე გამართავს შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები