„ბლექ სი არენა“ ანსამბლ „ივერიის“ ცნობილ მიუზიკლს -„ჩხიკვთა ქორწილს“ უმასპინძლებს
28 აგვისტოს, 21:00 საათზე, შეკვეთილში, „ბლექ სი არენა“ ანსამბლ „ივერიის“ ცნობილ მიუზიკლს, „ჩხიკვთა ქორწილს“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მიუზიკლი კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური არენის სცენას დაიკავებს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისა და ანსამბლის 50 წლის იუბილეს.
კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია;
ლიბრეტოს ავტორები – ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი;
მხატვრები – ანი ნინუა და ნინო სურგულაძე;
დამდგმელი ქორეოგრაფები – კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე.
სპექტაკლში 37 მსახიობი მონაწილეობს. მაყურებლის წინაშე წარდგებიან „ივერიის“ ახალი თაობის შემსრულებლებიც.
„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა. მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა.
მონაწილეობენ:
თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი,ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ლუკა წიკლაური, ილა საბაძე თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.
ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.