გერმანულად გამოიცა კრებული, რომელიც 12 ქართველ ავტორს აერთიანებს
Frankfurter Verlagsanstalt-მა გერმანულ ენაზე გამოსცა კრებული: „საქართველო – ლიტერატურული მოგზაურობა”.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წიგნი აერთიანებს 12 ავტორის – აბო იაშაღაშვილის, არჩილ ქიქოძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ნესტან (ნენე) კვინიკაძის, ირმა ტაველიძის, თამთა მელაშვილის, ულა ლენცეს, კატია პეტროვსკაიას, სტეფან რეიხერტის, ვოლტერ შმიდტის ფატმა აიდემირის და ლუსი ფრიკეს ნაწარმოებებს. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე რახელ გრათსფილდმა, სიბილა ჰაინცემ იმუშავეს. ილუსტრაციების ავტორია იულია ნოვიკოვა.