იტალიელებმა ქალაქ როკა იმპერიალეს კედელზე დათო მაღრაძის ლექსი ამოტვიფრეს

20 აგვისტოს, იტალიის ქალაქის როკა იმპერიალეს კედელზე,  კერამიკულ ფილაზე ამოტვიფრული დათო მაღრაძის ლექსი განთავსდა. ქართველი პოეტის ლექსმა გარსია ლორკას, სალვატორე კვაზიმოდოს და სხვების გვერდით საპატიო ადგილი დაიკავა.
გასულ წელს, ნობელიანტი პოეტის, სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ დათო მაღრაძე ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემიით დააჯილდოვა.  როკა იმპერიალეს კედელზე კი, ლექსი „ნატას და ელენეს“, იტალიურთან ერთად, ქართულადაც გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები