„საშიში დედა“ ევროპული კინოაკადემიის 2018 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელეს
ანა ურუშაძის „საშიში დედა” ევროპული კინოაკადემიის 2018 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფრომაციით, აკადემიამ წელს 49 რჩეული ფილმი დაასახელა. ქართველი დებიუტანტი რეჟისორის ნამუშევრის გარდა, ამ სიაშია: ფონ ტრიერის, პავლიკოვსკის, ჩეილანის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმები.
ფილმის რეჟისორსია ანა ურუშაძე, პროდიუსერები – ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი.