ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი ,,ძირიანი” რაჭაში კონცერტებს გამართავს
24-27 აგვისტოს, რაჭაში, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი ,,ძირიანი” კონცერტებს გამართავს.
როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, 7 წლისთავთან დაკავშირებით, პირველად რაჭაში, საკონცერტო ტურს ჩაატარებენ, სახელწოდებით ,,წარსულის ნაკვალევზე”.
იქვე ჯგუფის პირველი CD-ალბომის პრეზენტაციაც მოხდება.
24 აგვისტო – სოფელი ღები (ციხიკარი), გავაშელების საგვარეულო კოშკის ეზო, დასაწყისი 17:00 საათზე.
25 აგვისტო – ონის კულტურის ცენტრის ღია სცენა, დასაწყისი 17:00 საათზე.
26 აგვისტო – ონი, საოჯახო სასტუმრო ,,ფოლკლორული სახლი”, ლექცია-მასტერკლასი. გაუძღვება ანსამბლის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი, რაჭული სიმღერის დიდოსტატი, თორნიკე სხიერელი.
27 აგვისტო – ფუძეობა.