კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა.
როგორც კუკავამ განაცხადა, ის სხვა ლიბერალი კანდიდატებისგან სრულიად განსხვავებულ ხედვას შესთავაზებს ამომრჩეველს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე ქართველ ხალხს ჰქონდეს არჩევანი, არიან კანდიდატები, რომლებმაც თავი წარადგინეს ლიბერალური ძალების წარმომადგენლებად, სააკაშვილისა და ივანიშვილის ყოფილი მინისტრები. ჩვენ გვინდა, ქართველ ხალხს ჰქონდეს არჩევანი და შევთავაზებთ ეროვნულ ფასეულობებს,“- განაცხადა კახა კუკავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები