„გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია და ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მერკელი ეწვევა“

„გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია და ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში, საქართველოს ეწვევა ანგელა მერკელი, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ევროკავშირში.
„გერმანიასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი თვალსაზრისით და აგრეთვე იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში – გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე, ჩვენი კავშირები გერმანიასთან არის მყარი. მათი მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები