გრიგოლ აბაშიძის „მეზობლების” მსოფლიო პრემიერა გაიმართება

გრიგოლ აბაშიძის „მეზობლების” მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  ფილმს მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Focus on World Cinema აჩვენებენ.
მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალი A კლასის ფესტივალს მიუკუთვნება.
“მეზობლების” ფილმის სიუჟეტი იტალიურ ეზოში ვითარდება, სადაც ყველა მეზობელს თავისი ოცნები აქვს. ერთ დღესაც, გამოჩნდება ინვესტორი და მეზობლებს ეზოს გაყიდვას მოთხოვს. ამის გამო ისინი ერთმანეთს გადაეკიდებიან.
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო, მაკედონია; რეჟისორი: გრიგოლ აბაშიძე; სცენარის ავტორი: გრიგოლ აბაშიძე, სოსო ბლიაძე; პროდიუსერი / კო-პროდიუსერი: ლაშა ხალვაში, თინათინ ყაჯრიშვილი, სვეტოზარ რისტოვსკი;
საპროდიუსერო კომპანია: “არტიზმი”; ოპერატორი: დეიან დიმესკი;
მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, ნინო ქორიძე, თემურ ჭიჭინაძე, ეკა მჟავანაძე, დათო როინიშვილი, ნატალია ყულოშვილი, გიორგი გრძელიძე, თამარ ბუხნიკაშვილი, გიორგი გოგიშვილი, ქეთი ჩაჩუა, მალხაზ აბულაძე, მარლენ ებუტია, გიორგი ბახუტაშვილი, დათო დარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები