ეკონომიკის მინისტრი: გაზსაცავის აშენების შემდეგ, ქვეყანას გაზის 1-1.5 თვის მარაგი ექნება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გაზსაცავის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პროექტი რისკებისგან დაგვიცავს.

„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ რისკებისგან დავიცვათ თავი. გაზსაცავის აშენების შემდეგ, ქვეყანას ექნება გაზის 1-1.5 თვის მარაგი. ეს პროექტი კომერციულადაც მომგებიანია, რადგან შევძლებთ, როცა გაზი იაფია, მაშინ ვიყიდოთ“, – განაცხადა ქობულიამ.

ცნობისათვის, საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დაწყების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტის გამო, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება დაიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები