კრის ბოტი  ნანი ბრეგვაძის კონცერტზე გამოსასვლელად ემზადება

 გრემის მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი  საქართველოში ნანი ბრეგვაძის კონცერტისთვის ჩამოვიდა, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ 16 აგვისტოს გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, ამერიკელი სტუმარი სპეციალური სტუმრის სტატუსით რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, მათ შორის, დუეტს ლეგენდარულ ქართველ მომღერალთან. იგი, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, „ბლექ სი არენას“ დარბაზში რეპეტიციას  გადის.
 ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძისა და ამერიკელი მესაყვირეს, კრის ბოტის კონცერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და  Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად შეასრულებს ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ ვერსიებს.
კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები