ცნობილი რუსი მწერალი ედუარდ უსპენსკი გარდაიცვალა

მოსკოვში, 80 წლის ასაკში,  ცნობილი რუსი მწერალი ედუარდ უსპენსკი გარდაიცვალა. რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ იგი სიმსივნით იყო ავად.
უსპენსკიმ შექმნა მულტფილმების ისეთი გმირები, რომლებსაც  ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სიამოვნებით უყურებდნენ ბავშვებიც და მოზარდებიც. ასეთია, თუნდაც ჩებურაშკა.
ედუარდ უსპენსკის შექმნილია ცნობილი პერსონაჟები: ნიანგი გენა, მატროსკინი, ძია ფიოდორი, ფოსტალიონი პეჩკინი და ჩებურაშკა. საბავშვო ნაწარმოებების გარდა უსპენსკი ცნობილი ტელეგადაცემების ავტორიცაა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია – „Спокойной ночи, малыши“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები