ბახმაროში თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
19 აგვისტოს, 17:00 საათიდან, გურიაში, კურორტ ბახმაროში, თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ბახმარო Sunset Fest ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდება და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ფესტივალი Check in Georgia-ს მხარდაჭერით ჩატარდება.
მისამართი: მზის ჩასავალი გორა.
მონაწილეობენ:
KILLAGES, „არა“, MEBO RENARD, „ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები“ „ლურჯი იალქანი“, George Marych,
Leif S, SUMO | WCAN.
სიურპრიზი:
ყველაზე ცნობილი გურული DJ.