ქარელში, სათერძეს წმინდა გიორგის ეკლესიას რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოები ჩაუტარდა

 2017-2018 წლებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სათერძის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ, ეკლესია გაიწმინდა ჩახერგილობისგან და ზედმეტი მიწისგან, გადალაგდა მორყეული საპირე წყობა, მოიხსნა დასუსტებული ბუტი და მოხდა მისი აღდგენა, აღდგენილი საპირე წყობებს შორის. ჩამოცვენილი საპირე წყობის აღდგენა მოხერხდა ანასტილოზის მეთოდით. ინტერიერი მოეწყო სუფთად თლილი კირქვის პლასტირებით. მოეწყო კონქი და კამარა სუფთად თლილი ქვიშაქვით. იატაკი მოეწყო დახერხილი ფილებით, ქართული წყობით. ქვებს შორის ნაკერები ამოივსო სპეცკირხსნარით, დამონტაჟდა ხის კარები, ლითონის ელემენტებით. სახურავის ქვეშ მოეწყო ხის კონსტრუქცია, ასევე, მოხდა ხის დაფინვა და ლილვების მოწყობა.
შემსრულებელი: ი/მ “ჯუმბერ ცუხიშვილი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები